მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდანაც დაიწყო - ევროპული მარშის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობა დაიწყო მეტრო 300 არაგველიდანაც. აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან რესპუბლიკის მოედანზეც, საიდანაც ასევე ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ - არა რუსულ კანონს.