ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, "კავკასიის უნივერსიტეტს" დავით ქაშიაშვილიც ტოვებს

გამოქვეყნდა:

"კავკასიის უნივერსიტეტს" ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც ტოვებს. მისი თქმით, მიზეზი ადმინისტრაციის პოზიცია და გადაწყვეტილებებია.

"ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია - კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ", - წერს ქაშიაშვილი.

დღეს, 14 მაისს გავრხცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. განცხადებას ხელს აწერს "კავკასიის უნივერსიტეტი".

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი