"მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია" | სასწავლებელს ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს

გამოქვეყნდა:

"კავკასიის უნივერსიტეტს" ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა ბოლო მოვლენებამდე და ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოიგო.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს.

ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ.

#არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დღეს "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანმა დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოსო ბერიკაშვილის თქმით, 29 აპრილს, "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა მისი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინა ივანიშვილს აგინებდა". იხილეთ:

დღეს, 14 მაისს გავრხცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. განცხადებას ხელს აწერს "კავკასიის უნივერსიტეტი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი