რუსთაველზე ანტირუსული საპროტესტო აქცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება - საავტომობილო გზა გადაკეტილია. მიუხედავად საპოლიციო ძალების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისა და დაკავების, მოქალაქეები ანტირუსულ აქციებს არ წყვეტენ.

დღეს, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, შსს-მ რუსთაველზე სრული მობილიზაცია გამოაცხადა წყლის ჭავლის მანქანებითა და სპეციალური საშუალებებით. გამოიყენეს წიწაკის სპრეი, დააკავეს მოქალაქეები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ნაცემებს შორისაა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს და საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი.  

საპოლიციო ძალები ამჟამად რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი