
ახალგაზრდებმა ვაკეში მსვლელობა დაასრულეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მანამდე, პარლამენტთან აქციას შეუერთდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც სანაპიროებზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობები დღეს თბილისის მასშტაბით გაიმართა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო, გმირთა მოედანი და ჭავჭავაძის გამზირი.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მსვლელობით მოსაშვილის ქუჩაზე, ღარიბაშვილის სახლთანაც მივიდნენ.