"4-ჯერ მცემეს; ხელთათმანი ეკეთათ, რომელსაც კასტეტის ფუნქცია აქვს, ფოტოები დამკვეთებს გადაუგზავნეს" | ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. ქაცარავას თქმით, ცემის შემდეგ ფოტოები  გადაუღეს და დამკვეთებს გადაუგზავნეს.

"დაახლოებით  30-40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ. ოფიციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტის მაგვარი გამონაზარდები არის... ასრულებს ფაქტობრივად კასტეტის ფუნქციას და ზუსტად ასეთი დარტყმებით და ხელთათმანებით ხდებოდა....გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს. კერძო ინიციატივა არ იყო, დარწმუნებული ვარ ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია" - ამბობს ქაცარავა, რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ქაცარავას პირველი სკოლის წინ გდდ-ის წარმომადგენლებმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის დროს  სცემეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი