სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა გამოვიწვიეთ | IBSU

გამოქვეყნდა:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვიეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საუბარია სხვადასხვა სასწავლებლების სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.  იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი