16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7323 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა.
გირვანქა სტერლინგის ფასი 3.4972 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსით კი ის 3.4460 ლარი ღირდა.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.