ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მცირდება ინვესტიციები უძრავ ქონებაში, იკლო ბინების გაქირავებისა და გაყიდვის რიცხვმა. მანამდე, რუსული კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცა და ლარი გაუფასურდა. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ფული გაყიდა, თუმცა ლარის კურსის გაუფასურება გუშინაც აღინიშნა.
"ევროპელი ისედაც შემცირებული იყო, ევროპელების ნაკადი, მითუმეტეს ეს სიტუაცია კიდევ უფრო იმოქმედებს, როგორც ვაკვირდები. სტატისტიკის მიხედვით რომ გითხრათ, მაისის მონაცემს რასაც გეუბნებით, თითქმის გარიგება არ გვქონია კომპანიაში, მთლიანად მაისის თვე აბსოლუტუად ჩავარდნილია ამ კუთხით, მაგრამ მაისამდეც, ბუმი რომ იყო რუსების შემოსვლის, ფასები 40-50%-ით რომ გაიზარდა, რაღაც მომენტში გაჩერდა, ბოლო 4-5 თვეა ეს ტენდენცია შეიმჩნევა, იმიტომ, რომ ვინც ჩამომსვლელი იყო ჩამოვიდა, იყიდა, იქირავა, ყოველი მეოთხე ბინა რუსზეა გაქირავებული", - ამბობს Realtor.ge-ს, უძრავი ქონების კომპანიის, გენერალური მენეჯერი.
მისივე თქმით, რუსებმა თავადვე შექმნეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის კომპანიები, რომლებიც ბაზარზე ქართულ კომპანიებს დიდ კონკურენციას უწევენ.