"მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, აბრტყელებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. თავი ჩავთვალე ვალდებულად, დამეცვა სუსტები და ხელს ვკრავდი. ალექსანდრესგან [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი ძალის გადამეტება იყო, არაპროპორციული ძალის გამოყენება. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი".
თქვა სასამართლო სხდომაზე ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგო ოკმელაშვილმა, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.