ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებლის, ანტირუსული აქციების მონაწილის, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი გაიმართა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი.

"არ მივიჩნევთ, რომ ეს პოლიციელზე თავდასხმაა, კადრებიც არსებობს, რომ მხოლოდ თავდაცვა ხდებოდა, პოლიციელები, ნიღბიანი პირები უფრო სწორად ძალადობდნენ ადამიანებზე და იგი ცდილობდა როგორც თავის თავის დაცვას, ასევე სხვა ადამიანების დაცვას. ედავებიან, რომ მოხდა შეძენა-შენახვა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების", - ამბობს ადვოკატი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი