ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7585 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.
ევროს კურსი 2.9910 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 3.0002 ლარს შეადგენდა.
3.4914 ლარი ღირს 1 ფუნტი, ხოლო 0.0855 ლარი, 1 თურქული ლირა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.