ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა; მიუღებელია ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე | თსუ-ს დეკანი დღევანდელი თავდასხმის შემდეგ

გამოქვეყნდა:

თსუ-სთან, "ოცნების" პარტაქტივის დღევანდელი ძალადობის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით დგას, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს.

საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას. 
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.
მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს." წერს ზარანდია

შეგახსენებთ, დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ქართული ოცნების ნიღბიანი პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. "მთავარმა არხმა" მოახერხა 3 პირის იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ: ესენი არიან "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი, ნიკოლოზ მელიქიშვილი და სანდრო ასათიანი. სტუდენტებზე ანგარიშსწორებას პოლიცია შორიდან აკვირდებოდა და აშკარა ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ირაკლი კობახიძემ სასწავლო დაწესებულება შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი