"მადლობა პრეზიდენტს ვეტოსთვის... მივმართავთ, რომ გამოვიდეს და ჩვენს გვერდით დადგეს" | თბილისში სტუდენტების მსვლელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

 არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს - "ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიიდან ახალგაზრდების მსვლელობა დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან, მოგვიანებით კი 8 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ შეკრებას შეუერთდებიან. 

ახალგაზრდები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რუსული კანონისთვის ვეტოს დადებაზე, დადებითად აფასებენ:

"ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს რომ ვეტო დაადო, თუმცა ჩვენს მთავრობას არ ეშინია ამ ვეტოსი და მათ თქვეს, რომ ჩვეულებრივად დაძლევენ, მაგრამ ახლა პრეზიდენტს მივმართავთ, რომ გამოვიდეს და ჩვენს გვერდით დადგეს. ამ ვეტოსთან ერთად ძალიან მაგარი იქნება თუ ჩვენთან ერთად იქნება მსვლელობებზე და თუ დღეს,  პარლამენტთან ჩვენთან ერთად გამოვა" - ამბობს აქციის მონაწილე

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი