პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო - განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და კიდევ ერთხელ მოიხსენია რუსულად:

"ეს კანონი თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

84 მომხრე,  30  წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი