სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ევროპის მოედანზე შეკრებისა და ცოცხალი ჯაჭვის შეკვრის შემდეგ, მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, საიდანაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აქციაზე შეკრებილები არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო აქტივისტები.
ახალგაზრდები ხელისუფლებას რუსულ კანონზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას აქცია-პერფორმანსების საშუალებითაც გააგრძელებენ.
მათივე თქმით, ისინი არ დაიღლებიან და მთავრობა მათ დაშინებას ვერ შეძლებს. ასევე, ახალგაზრდები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გამოვიდნენ ქუჩებში და პროტესტს შეუერთდნენ.