"ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!" - ევროპის მოედანზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. ისინი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ.
"ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და შევქმნით ცოცხალ ჯაჭვს გამარჯვებისთვის.
არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით.
გელოდებით აქცია-პერფომანსზე,
ჩვენი მომავლის დასაცავად!ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!" - დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა.
პარალელურად, 17 საათიდან შეკრებაა დაანონსებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივთან. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ ვაჟა- ფშაველას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების და გაგარინის მოედნის პარალიზებას.