რა საშიშროება ელის ქვეყანას სანქციების ამოქმედების შემთხვევაში? ეკონომისტები, ფინანსისტები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე საუბრობენ. მათი თქმით თუ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიწვევს, სანქციები გარდაუვალი იქნება რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. საქართველო დაკარგავს კი დაკარგავს პარტნიორებთან და ინვესტორებთან ნდობას.
სასტუმრო "ციტრუსის" მენეჯერი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ჯავშნების 50% გაუქმდა და ახალი ჯავშნების მხოლოდ 2%-მდე შემოდის.
"მას შემდეგ რაც კანონი დაინიცირდა, საპროტესტო მუხტი დაიწყო და საპროტესტო აქციები დაიწყო, განსაკუთრებით რუსთაველზე და ამ არეალში მდებარე სასტუმროების ჯავშნების თითქმის 30%, 40%, 50% გაუქმდა და ყველაზე დასანანი არის ის, რომ ახალი ჯავშნები არ შემოდის. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტ ჯავშანს ვიღებთ უკვე ივნისის თვისთვის და დასანანი არის ის, რომ ჯავშნების შემოსვლაც თითქმის 2%-ზეა წამოსული" - ამბობს შალვა ალავერდაშვილი
სპეციალისტების პროგნოზით, ქვეყანა ფინანსურ სარგებელსაც ვერ მიიღებს, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს და დაამძიმებს სოციალურ ვითარებას ქვეყანაში.