დღეს, 22 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში აღარ გამართავს.
გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
დონეცკის "შახტარის" მცველი ირაკლი აზაროვი გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხდა. სანიოლიმ განაცხადა, რომ მის პოზიციაზე მას ორი მოთამაშე - წიტაიშვილი და შენგელია ჰყავს, რომლებმაც მარტში გამართულ მატჩებზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უკეთესი იყო სხვა რგოლში ყოფილიყო უფრო დიდი კონკურენცია.
შეკრებას საქართველოს ნაკრები არა საქართველოში, არამედ ავსტრიაში გაივლის. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ამბობს, რომ მოკლე დროში ვერ მოხერხდა ისეთი "სპარინგ მეტოქის" მოძიება, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებისთვის კარგი მოწინააღმდეგე იქნებოდა. მან ასევე თქვა, რომ ფეხბურთელების ნაწილი 26 მაისს ამთავრებს სეზონს და მათ რამდენიმე დღე დასვენებისთვისაც სჭირდებათ, სრული შემადგენლობით გუნდი 2 ივნისს შეიკრიბება.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გვეთამაშა წასვლამდე ერთი თამაში თბილისში ამხანაგური, ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, გუნდთან ვისთანაც შეთანხმებულები ვიყავით, რომ პლეიოფის წინ ამ თამაშს ვითამაშებდით თბილისში, გავიდნენ ევროპულ ჩემპიონატზე, უარი თქვეს აქ ჩამოსვლაზე", - თქვა იაშვილმა.