მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი ამბობს, რომ ფედერაციამ პარიზის ოლიმპიადაზე დაბლოკა | სპორტსმენი სავარაუდო მიზეზად აქციებში მონაწილეობას ასახელებს

გამოქვეყნდა:

ქართველი მძლეოსანი ფედერაციას და სპორტის სამინისტროს დისკრიმინაციაში  სდებს ბრალს. დავით ხარაზიშვილი ინფორმაციით,  აგვისტოში პარიზის ოლიმპიადაზე უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ფედერაციამ მოულოდნელად დაბლოკა.

მიზეზად კი საერთაშორისო ფედერაციის წერილი დაუსახელეს,  სადაც თითქოს სხვა სპორტსმენის მონაწილეობა მოითხოვეს. 

ხარაზიშვილს ამ ყველაფრის არ სჯერა და დაბლოკვის ერთ-ერთ მიზეზად მის ანტირუსულ აქციებში მონაწილეობას ასახელებს:

"გადაწყვეტილი იყო უკვე ოლიმპიურ თამაშებზე რომელი კანდიდატები გაემგზავრებოდნენ და ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ვიყავი მე შედეგიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ ჩემგან ფარულად, კულუარებში მიღებული გადაწყვეტილებით ფედერაციამ ჩემი კანდიდატურა არ გააგზავნა, რასაც მოჰყვა ჩემი პროტესტი და კითხვების დასმა ფედერაციის მიმართ და ფედერაციისგან იყო ასეთი პასუხი რომ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ მოგვწერა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომ სხვა სპორტსმენი უნდა წასულიყოო. მოვითხოვე, რომ მაჩვენეთ დოკუმენტი და ფედერაციის პასუხი იყო სამარცხვინო, რომ ვერ მაჩვენებდნენ დოკუმენტს. 

მიზეზი ალბათ არის ის, რომ  აშკარად ვუჭერ ევროპას მხარს, რომ ჩვენი გზა ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ აქვს, ვაპროტესტებ ისე როგორც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა იმ ყველაფერს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ვერ ვხვდები რატომ უნდა სჭირდებოდეს ფედერაციას ამ ყველაფრის გაკეთება თუ იქ რაიმე კორუფციული ნიშნები არ იკვეთება" - ამბობს დავით ხარაზიშვილი

ხარაზიშვილის თქმით, ოლიმპიადაზე მის მაგივრად, მასზე დაბალი ქულების მქონე სპორტსმენს აგზავნიან 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი