სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

"2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ახალ კურსს სებ-ი დღეს საღამოს დაადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი