"გერმანულმა კომპანიამ გვითხრა, რომ მოლაპარაკებას ოქტომბრის მერე გააგრძელებენ" | რუსული კანონის პირველი შედეგები ავიაციისთვის

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსული კანონის დამტკიცებას სავარაუდოდ უკვე მოჰყვა პირველი შედეგი ავიაციის სექტორზე. "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ამბობს, რომ სალიზინგო კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც ავიაკომპანიებს საქართველოში თვითმფრინავები შემოჰყავთ, კითხვები აქვთ. მისივე თქმით, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო სალიზინგო კომპანიებმა თანამშრომლობაზე უარი უთხრეს. 

"შეგვექმნა პრობლემები ამერიკის რეისებთან დაკავშირებით. ვერ დავიწყეთ რეისები. სახელმწიფო გამოდის გარანტად ინვესტორთან მიმართებაში და ეს გარანტიები მათ ვერ მიიღეს და აქედან გამომდინარე თქვეს, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია უსაფრთხოდ თვითმფრინავის გადმოცემით ინვესტიციის განხორციელება... ერთმა გერმანულმა კომპანიამაც მოგვმართა ჩვენ და თქვა, რომ აღადგენენ ურთიერთობას და მოლაპარაკებას გააგრძელებენ ოქტომბრის მერე. " ამბობს კოდუა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი