თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს სხვადასხვა დროს, მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის მიერაა სანქცირებული:
"კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:
-- 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს;
-- 2020 წლიდან დასანქცირებული ყავს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტს" წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა და გამარჯვებულად, უახლოეს დღეებში სწორედ ის გამოცხადდება.