
"ტერიტორია გაწმენდილია... რიკოთზე მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდთან გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ.
"რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად მიწის გამონატანები იყო... ტერიტორია გაწმენდილია. საავტომობილო მიმოსვლა ერთიანად ვერ აღდგება და ეტაპობრივად გაუშვებენ", - ამბობენ უწყებაში.