ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა:
"შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.
ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო
ყველა შენახული მყავხართ" წერს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ. აქტივისტი მათი მანქანის სანომრე ნიშანსაც ასახელებს.
ბერძენიშვილი ამ დროისათვის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უტარდება გამოკვლევები.
აღსანიშნავია, რომ "ოცნების" მიერ წახალისებულმა ზონდერ დაჯგუფებებმა ბერძენიშვილზე თავდასხმა ბოლო კვირებში რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს.
ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.