
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მის შვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და მომხდარის უკან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს:
"ჯგრო
პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე." წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ.