ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. კურსი კი, რომელიც დღეისთვის მოქმედებს, 2.8490 ლარია.
ევროს კურსი 3.0763 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი ერთი ევრო 3.0584 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 12 ივნისს შევა.
შეგახსენებთ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად, სებ-მა სავალუტო აუქციონზე დღეს 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.