ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს. ინფორმაციას BPN ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სებ-მა სავალუტო აუქციონზე ამ წლის 16 მაისს - 60 მლნ. დოლარი გაყიდა, 28 მაისს - 48.7 მლნ. დოლარი, 11 ივნისს 60 მლნ. დოლარი.

 2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2%-ით ნაკლებია.

2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. შარშან სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი (149.65 მილიონი დოლარი) სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გამოიტანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი