ეროვნული ნაკრები EURO2024-ზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება | გუნდთან ერთად ისევ ვერ ივარჯიშა ოთარ კიტეიშვილმა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას აგრძელებს. გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ოთარ კიტეიშვილმა დღევანდელი გუნდური ვარჯიშიც გამოტოვა, მან მონტენეგროსთან თამაშის დროს ტრავმა მიიღო და შესაძლოა EURO2024-ზე პირველ მატჩზე ვერ ითამაშოს.

როგორც ცნობილია, გუნდი ხვალ დორტმუნდში, თურქეთთან მატჩის მასპინძელ სტადიონ "BVB არენაზე" ივარჯიშებს. გაიმართება წინასამატჩო პრესკონფერენციაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი