საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების - 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხ
ელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.