
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ჯამური რაოდენობა 184.2 მლნ აშშ დოლარია. ეს თანხა კი 25.8%-ით მეტია 2019 წლის აგვისტოს მონაცემებზე.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი - 19% რუსეთიდანაა. მას მოსდევს იტალია, აშშ, საბერძნეთ და ისრაელი.
საქართველოდან საზღვარგარეთ 2020 წლის აგვისტოში 23.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 21.5%-ით მეტია.