8 საათი ისტორიულ მატჩამდე | გულშემატკივრების მზადება დორტმუნდსა და თბილისში

გამოქვეყნდა:

დორტმუნდის სტადიონი, თბილისის დროით საღამოს 8 საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ისტორიულ მატჩამდე 8 საათი რჩება. ჩვენი ფეხბურთელები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავენ.

შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. დღევანდელ მატჩზე ფეხბურთელებს წამყვანი მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.  

გერმანიის გარდა, ისტორიული მატჩისთვის სამზადისია თბილისშიც.  ყველას, ვინც ვერ გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსა და თურქეთის შეხვედრის ნახვა შეუძლია მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც დამონტაჟდა გიგანტური ეკრანები.  ფეხბურთის ქომაგები იქ 6  საათიდან შეიკრიბებიან. სტადიონზე კოკა-კოლის ფან-ზონაც მოეწყობა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი