ლარი დოლართან 2, ევროსთან - 4 თეთრით გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი ხვალიდან 3.1546 ლარი ეღირება. კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1308 ლარი იყო. შესაბამისად ლარი ერთ დღე-ღამეში 2 თეთრით არის გაუფასურებული. 

თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა ევრო. ხვალიდან 1 ევრო ოფიციალურად 3.7521 ლარი ეღირება, დღეს კი 3.7178 ლარი ღირდა.

ეკონომიკის ექსპერტები არჩევნების შემდეგ ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, გაძვირდება პროდუქტი და მედიკამენტები.

ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები, შესაბამისად ეროვნული ვალუტა ეცემა, ფასები იზრდება, რაც მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი