დღევანდელი ისტორიული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფეხბურთის მართლაც ისტორიული ფიგურის, დავით ყიფიანის დაბადების დღეს დაემთხვა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დღეს 73 წლის გახდებოდა და ნამდვილად მთელი ემოციით უგულშემატკივრებდა საქართველოს ნაკრებს. ყიფიანის სახელს და მის წვლილს ქართული ფეხბურთის წარმატებებში დღეს ქართველი გულშემატკივრები იხსენებდნენ.
ავტორი: სალომე გველებიანი