სანახაობრივი და დასამახსოვრებელი მატჩი. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველმა შეხვედრამ დამარცხების მიუხედავად პოზიტიურ განწყობა გააჩინა. ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობას ნაკრების თამაში მოეწონა. ქართულ დებიუტზე წერს დასავლური პრესაც. ბოლო წუთებამდე ბრძოლით, ტექნიკური ოსტატობითა და გუნდური ერთიანობით ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამახსოვრეს თავი უცხოელ გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და ფეხბურთის სპეციალისტებსაც. საქართველოს ნაკრებმა შეძლო მთავარი რაც თანამედროვე ფეხბურთის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია - აჩვენა სანახაობრივი თამაში.
ფოტო: ეროვნული ნაკრები