საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება | ქალაქ ფელბერტში გუნდის ვარჯიში უკვე გაიმართა - "მთავარი არხი" გერმანიიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ნაკრები უკვე მეორე მატჩისთვის ემზადება. დასანანი მარცხის, მაგრამ ხარისხიანი თამაშის შემდეგ პირველმა ემოციებმა გადაიარა და გუნდი კვლავ საბრძოლო განწყობას იბრუნებს. ჩვენი მომდევნო მეტოქე ჩეხეთია, რომელსაც საქართველოს ნაკრები შაბათს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. ქალაქ ფელბერტის საფეხბურთო ბაზაზე კი ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მინდორზე დღესაც არ გამოჩენილია ოთარ კიტეიშვილი. რა მდგომარეობაა გუნდში გუშინდელი უმძიმესი თამაშის შემდეგ და რა განწყობა აქვთ ფეხბურთელებს? - იხილეთ დავით ერაძის ჩართვა გერმანიიდან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი