გულშემატკივრები საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში | მზადება თბილისში და ფან-ზონა "კოკა-კოლასგან"

გამოქვეყნდა:

საქართველო-ჩეხეთის ისტორიული მატჩისთვის განსაკუთრებული მზადებაა თბილისში. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გიგანტური ეკრანებია დამონტაჟებული. გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე უკვე მივიდა. ორგანიზატორები არენაზე მისულ ქომაგებს სიურპრიზებსაც ჰპირდებიან. 

სტადიონის შესასვლელში გაიხსნა კოკა-კოლის ფან-ზონაც. კოკა-კოლა ევროპის ჩემპიონატის პარტნიორი და ნაკრების მუდმივი მხარდამჭერია. ფან-ზონაში მისულ ადამიანებს სიურპრიზებიც დახვდებათ, მათ შორის სახალისო და გასართობი აქტივობები, როგორებიცაა ტექ-ბოლის მაგიდა, ფეხბურთის კარი და გასაბერი მოედანი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კოკა-კოლამ გათამაშებაში ძალიან ბევრი გამარჯვებული გამოავლინა . 24 ივნისს კი გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც გერმანიაში საქართველოს თამაშზე დასასწრებად სამი დღით გაემგზავრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი