საქართველო EURO 2024-ზე | ნაკრების დასამახსოვრებელი მომენტები და ქართველი ქომაგების გულშემატკივრობა 

გამოქვეყნდა:

საქართველო ევროპაზე - ისტორია დორტმუნდით, იდუნა პარკით დაიწყო. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა. ალბათ იშვიათად ყოფილა ისეთი ამაღლევებელი წუთები ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, როდესაც ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ევროპის ჩემპიონატზე გაისმა. შემდეგ იყოს ფეხბურთელების თავდადებული თამაში, რამაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. თურქეთთან პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ანგარიშგასაწევი მეტოქეა და ამიტომაც საერთაშორისო მედიამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად შეაფასა, თურქეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება. რით დაამახსოვრეს თავი ჩვენმა ბიჭებმა საფეხბურთო სამყაროს და როგორია ქართველი ქომაგების გულშემატკივრობა - დავით კობიძემ იმუშავა თემაზე და იხილეთ მისი სიუჟეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი