ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე | საქართველო-ჩეხეთის მატჩის შეფასებები და ფეხბურთელების პირველი განცხადებები ჰამბურგიდან 

გამოქვეყნდა:

პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველო ჩეხეთი 1:1. რამდენიმე მნიშვნელოვანი და აუცილებლად სათქმელი დეტალი საქართველო-ჩეხეთის თამაშიდან. საქართველო და ჩეხეთი ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნისთვის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს შეძლო.

გიორგი მამარდაშვილს მატჩში 11 მოგერიებული ბურთი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. საქართველოს კარის მცველი გიორგი მამარდაშვილი - ნაკრებში ბრწყინავდა; შედეგმაც არ დააყოვნა, ის ამ თამაშზე გუნდებს შორის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გიორგი მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. თუმცა ანგარიშის გათანაბრება ჩეხეთმა 59-ე წუთზე შეძლო. ზუსტად 1 საათში პირდაპირი ჩართვები ჰამბურგიდან და თბილისიდან. ჩვენი კორესპონდენტი დავით ერაძე ჰამბურგიდან შემოგთავაზებთ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პირველ შეფასებებს.

ფოტო: ეროვნული ნაკრები 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი