ქართველი გულშემატკივარის ხმა დღეს დილიდან ისმოდა გერმანიის საპორტო ქალაქ ჰამბურგში. ქომაგებმა შეკრება გერმანიის ამ ქალაქში თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყეს. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები, ქართული ატრიბუტიკა, სიმღერა და ცეკვა. ქომაგებს არ დავიწყებიათ მტერი და ევროპიდან შეახსენეს რუსეთს, რომ ოკუპანტია. ფეხბურთმა ისევ ყველა გააერთიანა. განსაკუთრებით ამაღლევებელია ქართველი ემიგრანტების დახვედრა საქართველოდან ჩასული გულშემატკივრებისთვის ჩეხეთთან თამაშის დაწყებას გამოარჩევდა ისიც, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ის წერილები წაიკითხეს, რომელიც გულშემატკივრებისგან ბოლო დღეებში მიიღეს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი