გადატვირთულობა, არაფორმალური მმართველობა და სამარტოო საკანში პატიმრების არამიზნობრივი მოთავსება გამოწვევად რჩება | ომბუდსმენმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.

ამჟამად მას დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

386 გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული. 

წარმოდგენილ თემებს შორის არის - კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, ჯანმრთელობის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებები, თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა, ეროვნული უმცირესობების უფლებები და სხვა საკითხები.

ანგარიშში მათ შორის, საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და არაფორმალური მმართველობის ცალკეულ შემთხვევებზე 

"დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო - სისტემის  გამოწვევად რჩება.

აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეჟიმის დანერგვა." ნათქვამია ანგარიშში. 

სრული ვერსია

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი