ფეხბურთი საქართველოსთვის მთავარ მოვლენად იქცა. ბოლო ორი კვირაა, მთელი ქვეყანა, საზოგადოების ყველა წევრი, მათ შორის ისინი კი ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, თვალყურს ადევნებს ჩემპიონატს, აკვირდება საქართველოს ნაკრებს, განიცდის და უხარია წარმატება და წარუმატებლობები. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა. შესაძლოა ეს მღელვარება კიდევ გაგრძელდეს, თუ დღევანდელი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში - ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყურადღებაც მიიქცია და ევროპულ ქვეყნებში ფეხბურთის სპეციალისტებთან ერთად მოყვარულებიც აალაპარაკა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
ფოტო: ეროვნული ნაკრები