პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებებით სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. 

მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება. დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. 

პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა ამ თვეში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, ახალი კანონის თანახმად საინვესტიციო მიმართულებითაც გადაწყვეტილებებს პრემიერის მიერ შერჩეული ადამიანები მიიღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი