მეორე დღეა აქცია იმართება მესტიის ცენტრში - მეწარმეები, საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეები და ტურისტული სააგენტოების მფლობელები, საბანკო ვალდებულებებზე შეღავათებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის გამო ტურისტები არ ჰყავდათ და შესაბამისად დაკარგეს შემოსავალიც, ამიტომ ბანკებიდან გამოტანილი სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.
მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ პანდემიით დაზარალებული მცირე მეწარმეების მდგომარეობა გაითვალისწინოს და სესხის პროცენტი ჩამოაჭრას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 სექტემბერს მეწარმეებმა ამავე მოთხოვნით აქცია გამართეს და მესტიის შესასველი დღის პირველი საათიდან საღამოს 8 საათამდე ჩაკეტეს.
ასეთვე აქცია გაიმართა გუშინ ქობულეთშიც, სადაც ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ეს ქობულეთში რიგით მე-7 აქცია იყო.
ავტორი: ემა გოგოხია