შეუძლებელი არაფერია - საქართველოს ნაკრებმა ეს საფეხბურთო მოედანზე დაამტკიცა. არათუ შეხვედრის, ან ქვეჯგუფის, მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის დამაჯერებელი დამარცხებით ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა. დამაჯერებელი, ტექნიკურად და ტაქტიკურად გამართული თამაშით საქართველომ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი მსოფლიო და საფიქრალი გაუჩინა მომავალ მეტოქეს. დღეიდან ჩვენი ფეხბურთელები უკვე ესპანეთთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან და იციან, რომ - შეუძლებელი არაფერია.