საქართველოს ნაკრები Euro 2024-ის პლეი-ოფზე | საერთაშორისო გამოხმაურებები და ემოციები - "მთავარი არხი" გერმანიიდან

გამოქვეყნდა:

დიდი საფეხბურთო ზეიმი გრძელდება. საქართველო მერვედფინალშია და პორტუგალია უკვე გავლილი ეტაპია. ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი თამაშით დაამტკიცა, რომ უპირობო გრანდების დამარცხებაც კი შეუძლია.  2:0 გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ქართული სანაკრებო ფეხბურთი უმაღლესი ევროპული დონისაა და საქართველო ყველასთვის ღირსეული და საშიში მეტოქეა. 

გუშინდელი დღესასწაულის შემდეგ, რომელიც ნაკრების ფეხბურთელებმა მოგვიწყეს, მთავარი საფიქრალი ახლა ესპანეთი ხდება. ამ ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტად აღიარებული ნაკრები. თუმცა დღეს უკვე აღარავინ ფიქრობს, რომ ესპანელებს რამე აქვთ გარანტირებულია. საქართველოს შეუძლია გამარჯვება და გერმანიაში შესანიშნავი თამაშით ჩვენმა ბიჭებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. 

რა ხდება ახლა გერმანიაში - იხილეთ დავით ერაძის ჩართვა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნიდან

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი