დინამო თბილისის აკადემიიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე. შეხვედრა 11 წლის შემდეგ და ამჯერად საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიდ ფორუმზე. 2013 წელს ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ დინამო თბილისის აკადემიის გახსნას დაესწო. სოციალურ ქსელში საქართველო- პორტუგალიის თამაშის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ნაკრების ფეხბურთელები 11-12-13 წლის ბიჭები თავის კუმირს ხვდებიან და ფოტოებზეც პოზირებენ.
დიდი შეხვედრა უკვე მეტოქის რანგში გერმანიაში, გელზენკირხენში შედგა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთებლებზე გავლენა რონალდუს ფაქტორსა და ავტორიტეტს საერთოდ არ მოუხდენია და მაღალი კლასის თამაში აჩვენეს. მეტიც, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას საქართველოს კარში გოლი არ გაატანინეს.
ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის კუმირია - ესენი არიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. როგორ იყო ბიჭებისთვის გზა ევრო 2024-მდე... ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ქართველი მწვრთნელები - იხილეთ დავით კობიძის სიუჟეტი.