მშობლები, შვილები და მეუღლეები | გაიცანით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მთავარი გულშემატკივრები

გამოქვეყნდა:

რომ არა მათი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ასეთი წარმატება და ისტორიული გამარჯვებების მიღწევა გართულდებოდა. ნაკრების მთავარი გულშემატკივრები ოჯახის წევრები - მშობლები, შვილები და მეუღლეები. ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ნერვიულობენ, განიცდიან თამაშის ყველა წუთს და სიხარულის ცრემლები მოსდით ყველა გამარჯვებაზე. ფეხბურთელების ოჯახის წევრებს სჯერათ ბიჭების, იციან მათი შესაძლებლობები და ის, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა თამაშს საქართველოს სახელით. ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთელების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე დიდი გავლენა აქვთ. სწორედ მათი წვლილია იმაში, რომ ნაკრების ფეხბურთლებმა ეროვნულ ცნობიერებაში დიდი გარდატეხა შეიტანეს და ყველას დაგვარწმუნეს, თან საქმით, რომ შეუძლებელი არაფერია.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი