"მე ვარ საქართველო" | ნაკრების ახალი კონცეფცია, ფორმა და სლოგანი

გამოქვეყნდა:

მე ვარ საქართველო, ანუ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს, გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო იყოს ისეთი, როგორიც მე მინდა. ასეთი კონცეფციაა ჩადებული ეროვნული ნაკრების მთავარი სლოგანში. როგორ შეიქმენა ფეხბურთის ევრონული ნაკრების სიმბოლიკა და ახალი ფორმები. მთავარი იდეა ასეთია - "ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში". ავტორებმა ამ კონცეფციით იხელმძღვანელეს.

ოფიციალური ფორმა, რომელიც გულშემატკივარმა ასე შეიყვარა 2021 წელს ვინდ-ფორსის მიერ შეიქმნა. მთავარი მიზანი იყო - ფორმა ყოფილიყო თანამედროვეობას მორგებული, თან ისე, რომ ეროვნული იდენტობაც შენარჩუნებულიყო. ნაკრების წარმატებისა და ისტორიული გარღვევისთვის, ყველაფერი გადამწყვეტია და ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ვინ ქმნის ნაკრების იმიჯს და რა ჯგუფმა იმუშავა ე.წ. რებრენდინგისთვის. მე ვარ საქართველო - იხილეთ ნინუცა კეკელიას სიუჟეტი.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი