ეროვნულმა ნაკრებმა, ბიჭების ბრძოლამ და ევრო 2024-ზე საქართველოს ბრწყინვალე დებიუტმა - მთელი ქვეყანა ფეხბურთისა და გმირი ფეხბურთელების ქომაგად გადააქცია. როდესაც დებიუტანტი საქართველო ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, იმ ღამით არავის ეძინა. მეორე დღეს კი ყველა საქართველო - პორტუგალიის თამაშს არჩევდა. რა მნიშვნელობა აქვს, ხარ თუ არა პროფესიონალი და გესმის თუ არა ფეხბურთი კარგად. თუ ხარ ქომაგი, გაქვს უფლება გქონდეს შენი აზრი ფეხბურთლებზეც, მწვრთნელზეც და მეტიც - სათამაშო ტაქტიკაზეც. ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს. რა დაამახსოვრდათ ევროპის ჩემპიონატიდან და რომელი ფეხბურთელი რა შეფასებას იმსახურებს ხალხისგან - იხილეთ ნანუკა მაღლაკელიძის სიუჟეტი.